რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია ჩხოროწყუში

1 თებერვალი, 2018

     მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ,,სამოქალაქო განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში შექმნილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება. პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია, მუნიციპალიტეტი მერი დათო გოგუა, საჯარო სკოლის უფროსკლასელები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება, ასევე წარდგენილიქნა ,,დროის ბანკის“ არსი, შექმნის ისტორია, მუშაობის პრინციპები და სხვა. აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო ასოციაცია ,,ათინათის“ მიერ ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატიცის“ პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.

გააზიარე