,,ნატოს თასი 2018"

16 მარტი, 2018

15 მარტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის სპორტკომპლექსში სამეგრელო-ზემო სვანეთის ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნატოს კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ,, ნატოს თასი 2018 " მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობენ სამეგრელო -ზემო სვანეთის მერიებისა და საკრებულოების გუნდები. ტურნირის პირველ ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს ჩხოროწყუს მერიისა და საკრებულოს გუნდებმა , ჩხოროწყუს მერიის გუნდმა დამაჯერებელი შედეგით 4:1 სძლია აბაშის მერიის გუნდს, ხოლო საკრებულოს გუნდმა 5:2 დაამარცხა გუბერნატორის ადმინისტრაციის გუნდი. ტურნირის ფარგლებში, 27 მარტს, ჩხოროწყუს მერიისა და საკრებულოს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან.

გააზიარე