მუნიციპალიტეტმა ახალი ნაგავმზიდი მანქანები და კონტეინერები მიიღო

14 მარტი, 2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი ნაგავმზიდი მანქანა და 44 ერთეული ნარჩენების კონტეინერი მიიღო. ,,კონტეინერები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსდება.მოხდება ასევე მწყობრიდან გამოსული ურნების ახლით ჩანაცვლება. ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანები როგორც დაბა ჩხოროწყუს ,ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებს მოემსახურება,რაც დასუფთავების სამუშაოების ეფექტურ და ოპერატიულ შესრულებას შეუწყობს ხელს.“ –განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ამ დღეებში დამატებით 54 ერთეულ ნაგავშემკრებ ლითონის კონტეინერს მიიღებს.

  

 

გააზიარე