მუნიციპალიტეტის პირველობა ქართულ ნარდში

19 ივლისი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მერიის პირადი პირველობა ქართულ ნარდში. ღონისძიებაში მონაწილეობა 60 მა მოყვარულმა მიიღო, მათ შორის თამაშში მერი დათო გოგუა ჩაერთო და მესამე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი ვარლამ თოდუამ, მეორე ადგილი კი დავით ჩაგანავამ მოიპოვა. ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაიმართა. გამარჯვებულები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მოგებულ თანხას ქველმოქმედებაში დახარჯავს.

გააზიარე