მიუსაფართა სასადილოს დაფინანსება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის თანახმად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სოციალურ პროგრამას-მიუსაფართა სასადილოს დაფინანსებას.

სოციალურად დაუცველი, მზრუნველობას მოკლებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირების ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფისთვის გამოიყოფა თანხა.  კვებით უზრუნველსაყოფად მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება მერის სახელზე;
  • მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის დადგენილება №1

გააზიარე