მერთან მოქალაქეების მიღება გაიმართა

19 ივნისი, 2019

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოქალაქეებთან მიღება გამართა. მოსახლეობის განცხადება ძირითადად, ჯანდაცვის, სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას შეეხებოდა. ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებთა განცხადებით, სოფლებში მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა. მერი დეტალურად გაეცნო ადგილობრივების საჭიროებებს და თითოეული მათგანის განცხადება განიხილა. დათო გოგუა მოქალაქეებს ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ღებულობს, ისმენს მათ პრობლემებს, უწევს შუამდგომლობას შესაბამის უწყებებთან და მერიის სამსახურებს თითოეულ საკითხზე დროულ რეაგირებას ავალებს.

გააზიარე