მერმა მაკა სართანიას მადლობის სიგელი გადასცა

12 აგვისტო, 2020

 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მშვიდობისა და განვითარების აკადემიის აღმასრულებელ დირექტორ მაკა სართანიას COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში მერიის აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის ,კერძოდ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების და ხანდაზმულების უანგარო დახმარებისთვის მადლობის სიგელი გადასცა. მაკა სართანიას ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტში ასევე ხორციელდება შემდეგი პროექტები: ,,გააძლიერე ცვლილებებისთვის“ ,რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას. ასევე ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემია“ დანიურ ორგანიზაცია- ,,crossing borders” -სთან ერთად ფონდი CISU-ს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს ,,მშვიდობის ახალგაზრდა ელჩები”, რომელიც გულისხმობს მშვიდობის აღმშენებლობას, არაძალადობრივი კომუნიკაციის, აქტიური მოქალაქეობის უნარების გაძლიერებას ახალგაზრდებში.

 

 

 

გააზიარე