მერმა წარმომადგენლებთან მორიგი თათბირი გამართა

29 აგვისტო, 2019

დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ვალერი თოდუა, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განყოფილების უფროსი თეა ტყებუჩავა, შ.პ.ს.,,სამეგრელოს" დირექტორის მოადგილე ნიკა ჭკადუა და კლუბ ,,სამეგრელოს“ მწვრთნელი ირაკლი გოგუა. შეხვედრაზე ქალაქ ჩხოროწყუსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განიხილეს. მერმა წარმომადგენლებისგან მიიღო ასევე დეტალური ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე. ვალერი თოდუამ და თეა ტყებუჩავამ შეხვედრაზე მერის წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია ფეხბურთის 7x 7- ზე მასტერ ლიგის ტურნირის ორგანიზების შესახებ, რომელიც 6 სექტემბერს დაიწყება . ღონისძიებაში ჩაერთვებიან ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები , გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას რეგიონალურ შეჯიბრში მიიღებს. ტურნირს მსაჯობას ირაკლი გოგუა გაუწევს. შეხვედრაზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

გააზიარე