მერის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან თათბირი გაიმართა

15 მარტი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა მოადგილებთან ერთად მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრთა უმრავლესობას შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გია ცირამუა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი დავით გახარია. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს,რომელიც დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომავალ კვირას წარედგინება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ასევე "თხილის გადარჩენის“ სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრეს, რომელიც მიზნად თხილის მოსავლის გადარჩენას ისახავს. პროგრამის ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, ფერმერების მიერ შესაბამისი აპლიკაციების შევსება და ჯგუფების დაკომპლექტება მიმდინარეობს.

გააზიარე