ლესიჭინეში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

8 იანვარი, 2020

სოფელ ლესიჭინეში იმერი ჭაავას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. ხანძარი 7 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათისთვის გაჩნდა და მთელ სახლს მოედო. ვერ მოხერხდა საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის გადარჩენა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე 7 იანვარს, დაახლოებით დილის 11 საათისთვის ხანძრის შედეგად, სოფელ ლესიჭინეში ნაწილობრივ დაზიანდა მამუკა სიჭინავას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია იმყოფებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას გაუწევს.

გააზიარე