ლესიჭინე

ლესიჭინეს ადმინისტრაციული ერთეული
ლესიჭინე დიდი და უძველესი სოფელია, ის მდებარეობს მუნიციპალიტეტის სამხრეთ–დასავლეთით მდინარეების – ხობისწყლი, ოჩხომურის, ზანისა და ცივის სანაპიროებს შორის, ზღვის დონიდან 172 მეტრზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფლები, ახუთი და ფოცხო, დასავლეთით – ხიბულა და კირცხი, ჩრდილოეთით ქვედა ჩხოროწყუ, სამხრეთით–ზანა. ფართობი 35,8 კვ.კმ–ია. მოსახლეობა 4400. ფუნქციონირებს 3 საჯარო სკოლა და 5 საბავშვო ბაღი. სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, პირველი მოსახლის სიჭინავას გვარის მიხედვით სოფელს ლესიჭინე დაერქვა. ლესიჭინეში გადის შუა სამეგრელოს ('შქასამარგალოში შარა"). იგი ქუთაისს გორდისა და ზუგდიდის გავლით სამურზაყანოს აკავშირებდა და სამეგრელოს ძირითად არტერიას წარმოადგენდა. ამ გზით ზუგდიდიდან ლესიჭინეს გავლით ქუთაისს ჩავიდა ხელმწიფე იმპერატორი ნიკოლოზ პავლეს ძე რომანოვი 1837 წელს. ლესიჭნეში ოჩხომურის უბანში მდებარეობს 19 საუკუნის წმინდა ბარბარეს ეკლესია.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

ბადრი სიჭინავა

საკონტაქტო ინფრომაცია:
მობ: 599 85 65 97;
 E-mail: sichinava1962badri@mail.ru
სამუშაო გამოცდილება
2002-2006 წლებში მუშაობდა სოფელ  ლესიჭინეს გამგებლის მოადგილე.
2013 წლიდან  დღემდე  არის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ლესიჭინეს ადმინისტრაციულ ერთეულში. 
განათლება

ქ. სანკტ-პეტერბურგი ოლქი. სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი

სპეციალისტები
  • ავთანდილ სიჭინავა – მობ: 579-35-10-37
  • ამირან სიჭნავა – მობ: 591-81-80-12


 

გააზიარე