ლეწურწუმე

ლეწურწუმეს  ადმინისტრაციული ერთეული
ლეწურწუმე მდებარეობს მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე სარაქონ–ჯუმითის ზეგანზე. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება დაბა ჩხოროწყუ, დასავლეთით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაკიფუ, სამხრეთით სარაქონი, ჩრდილოეთით ხაბუმე. სოფლის ცენტრი ზღვის დონიდან 270 მეტრზეა, ლეწურწუმე ჩხოროწყუდან 3 კილომეტრითაა დაშორებული, გორაკ–ბრცვზეა შეფენილი და სამ უბნად იყოფა – ლეწურწუმედ, ნაგვაზუდ (ნაკათი) და ჯუმითად.სახელწოდება წარმომდგარია წურწუმიას გვარის მიხედვით, რადგან თავიდანვე ეს ტერიტორია წურწუმიების საცხოვრებელი ადგილი იყო. სოფლის მოსახლეობა შეადგენს 1685 , ამომრჩეველთა რაოდენობა 1153. სოფელში არის მღვიმე, რომელიც ლეწურწუმეს მღვიმეს სახელწოდებითაა ცნობილი. მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს საბრძოლო და სამუშაო იარაღები, რკინის მეტალურგის მასალები რომლებიც ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. სოფელში არის 1 საჯარო სკოლა და 2 საბავშვო ბაღი.
წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

ბაკურ პერტაია

საკონტაქტო ინფორმაცია
მობ: 599 85 65 98
E-mail: bakur.pertaia@gmail.com
სამუშაო გამოცდილება

2007 წლიდან დღემდე არის გამგებლის წარმომადეგენელი სოფელ ლეწურწუმეს ადმინისტრაციულ ერთეულში

განათლება
სპეციალისტები
  • დემურ გულორდავა – მობ: 555-14-75-02
  • ჯემალი დამენია – მობ: 595-97-38-52

 

გააზიარე