ქალაქის კულტურის სახლში კონცერტი გაიმართა

15 იანვარი, 2019

დღეს ქალაქ ჩხოროწყუს კულტურის სახლში ა(ა)იპ კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების ორგანიზებით საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა აღნიშნულ ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს. ყველა მონაწილეს თოვლის ბაბუამ საახალწლო ნობათი გადასცა, ასევე დასაჩუქრდნენ დარბაზში მყოფი პატარები. კონცერტს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

გააზიარე