ქალაქ ჩხოროწყუში საშობაო მსვლელობა გაიმართა

7 იანვარი, 2020

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ჩხოროწყუს ქუჩებში ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში მრევლთან, სასულიერო პირებთან, სტიქაროსნებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, პარლამენტის წევრები: ჯუმბერ იზორია და გოგა გულორდავა მონაწილეობდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათით შეუერთდნენ. ალილოს მონაწილეებმა მოსახლეობას ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.შესრულდა საშობაო საგალობლები. მოსახლეობა მახარობლებს ქუჩებში საშობაო ძღვენით ხვდებოდა. შემოწირულობები მუნიციპალიტეტის შშმ ბავშვთა დღის ცენტრების ბენეფიციარებს გადაეცემათ.

გააზიარე