ქალაქ ჩხოროწყუში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12 ივლისი, 2019

ქალაქ ჩხოროწყუში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამ ეტაპზე გრიგოლიასა და ლესელიძეს ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება დასრულებულია და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. . გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ. პროექტი რეგ.განვითარების ფონდის მიერ 300 000 ლარით ფინანსდება.

 

 

გააზიარე