ქალაქ ჩხოროწყუს საბავშვო ბაღის აღმზრდელებს სერტიფიკატები გადაეცათ

2 ივლისი, 2019

კოალიცია "სოციალური რეფორმებისათვის" თავმჯდომარის თამარ ფოფხაძის ორგანიზებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში ქალაქ ჩხოროწყუს საბავშვო ბაღების 27 თანამშრომელს (მათ შორის აღმზრდელებს, ძიძებს და მენეჯერებს) ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე "რთული ქცევის მართვა", სატრენინგო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთი თანამედროვე მიდგომებისა და მეთოდების შესახებ, რომლებიც წარმატებით გამოიყენება მთელს მსოფლიოში და ხელს უწყობს რთული ქცევის შემცირებას და პოზიტიური ქცევის ფორმირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში. ტრენინგი ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“ ფსიქოლოგებმა ჩაატარეს . წარმატებულ აღმზრდელებს დღეს სერტიფიკატები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა გადასცეს.

გააზიარე