ინფრასტრუქტურული სამუშაოები ლესიჭინეში

1 April, 2021

    21 იანვარს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, საკრებულოს წევრმა მამუკა ფიხჩაიამ, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა და მერიის ზედამხესველობის სამსახურის უფროსმა კახა ფირცხელავამ სოფელ ლესიჭინეში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, რუსთაველის უბნში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ უბანში იგება ბეტონის 150 გრძივი მეტრის საფარი, სამუშაოს სახელმწიფო ბიეჯეტიდან გამოყოფილი ფინანსებით ინდ .მეწარმე ვლადიმერე ხუბუა ახორციელებს. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. სოფელ ლესიჭინეში, ასევე მდინარე ზანაზე გაკეთდა ნაპირსამაგრი ჯებირი, დღემდე ჯებირის არარსებობა აღნიშნულ მონაკვეთზე სერიოზულ პრობლემას ქმნიდა.

გააზიარე