ჰემოდიალიზის პაციენტთა ტრანსპორტირება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის თანახმად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს სოციალურ პროგრამას–ჰემოდიალიზის პაციენტთა ტრანსპორტირება.

ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებისთვის თითოეულზე გაიცემა თვეში თანხა 120 ლარის ოდენობით.
                ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება გამგებლის სახელზე;
  • ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა №100) შესაბამისი დაწესებულებიდან;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 იანვრის  დადგენილება №1

გააზიარე