გიორგი კეკელიძემ სასკოლო და სასოფლო ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცა

10 ივლისი, 2019

 დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს სტუმრობდა.  გიორგი კეკელიძე ჩხოროწყუს ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსებისა და კონსულტაციების გაწევის მიზნით ესტუმრა. გიორგი კეკელიძემ წიგნადი ფონდით განაახლა ხაბუმეს, ახუთის, კირცხის საჯარო სკოლების და მუხურის სასოფლო ბიბლიოთეკები. ესტუმრა და წიგნები გადასცა ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმს. დაათვალიერა ასევე ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კეკელიძემ ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში საზოგადობასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის ,განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა და მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაუწია.

 

გააზიარე