გაუსაძლის პირობებში მყოფი პირების დახმარება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის თანახმად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სოციალურ პროგრამას – გაუსაძლის პირობებში მყოფი პირების დახმარება.

  1.  გაუსაძლის პირობებში მყოფ მოქალაქეებს შეიძლება გაეწიოთ დახმარება საბინაო პირობების გაუმჯობესებისა და შეშით უზრუნველყოფის მიზნით (ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება, საცხოვრებელი სახლის შეკეთება, გადახურვა, საშენი მასალების შეძენა და ა.შ).
  2.  დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

         ა) განცხადება მერის სახელზე;
         ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
        გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
        დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერისს წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი პირის სოციალური მდგომარეობისა და საბინაო პირობების შესახებ;

         ე) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა;
        ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის  დადგენილება №1

გააზიარე