გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება

  გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

 

როექტი ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს:

1) სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი;

2) შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი;

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია 3 ძირითადი წყაროს გამოყენებით:
ა) სააგენტოს თანადაფინანსება - პროექტის ჯამური ღირებულების 40%, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარისა;
ბ) შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი - პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;
გ) ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა - პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%, საწარმოს კაპიტალში ფულადი შენატანის სახით.

შენიშვნა: დასაშვებია ბენეფიციარის მიერ დამატებით მოძიებულ იქნას პროექტისდაფინანსების სხვა წყაროები.

მიზნობრივი სეგმენტი

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მიზნობრივი არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

 

 

 

გააზიარე