დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს ონლაინ სხდომა გაიმართა

20 May, 2021

✔დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს ონლაინ სხდომა გაიმართა. სხდომას,რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა, მისი მოადგილეები, რეგიონის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს და მოიწონეს რამდენიმე პროექტი. სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმესთვის (ეგიარზენის უბანი) სასმელი წყლის მიწოდების საკითხი. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ზუგდიდში, წალენჯიხაში, აბაშაში, ხობში, მარტვილსა და ჩხოროწყუში განსახორციელებელი პროექტების შესახებ თანხმობა გასცა.

გააზიარე