დაბა ჩხოროწყუ

დაბა ჩხოროწყუს  ადმინისტრაციული ერთეული

  დაბა ჩხოროწყუ მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ხობისწყლის მარცხენა და  მდ. ოჩხომურის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 180 მეტრზე. იგი თბილისიდან 344 , ხოლო უახლესი რკინიგზის სადგურ სენაკიდან 36 კილომეტრითაა დაშორებული. აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელები  ნაკიანი და  ახუთი, დასავლეთით ლეწურწუმე, ჩრდილოეთით ჭოღა და ხაბუმე, სამხრეთით კი სოფელი ქვედა  ჩხოროწყუ.

   დაბა ჩხოროწყუს ცენტრალური ნაწილი გვიან დასახლებული ტერიტორიაა, თუმცა სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, აქ ძალიან ადრეული პერიოდის ადამიანის სამარხების ნაშთებია აღმოჩენილი. მიუხედავად ამისა, სახელწოდება ,, ჩხოროწყუ’’ოფიციალურად მოხსენიებულია 1859-1860 წლებში.  ეს ორი რთული მეგრული  სიტყვისაგან შემდგარი სახელწოდებაა, რომელიც  ცხრა წყაროს ნიშნავს. მისი ეტიმოლოგიის ერთ-ერთი ახსნა  უკავშირდება იმდროინდელ სოფელში მცხოვრებ თავად ნიკო დადიანის სამოსახლოსთან ცხრა წყაროს არსებობას.

დაბის შემადგენლობაშია გარახა, რომელიც იყოფა ორ ნაწილად ზედა და ქვედა გარახად. მისი ეტიმოლოგია ზუსტად არ არის დადგენილი. ძველ  ჩხოროწყუელთა მოსაზრებით გარახა-გარამხა ქვიან ფლატეს ნიშნავს. იგი მაღალი სერია მდინარე ოჩხომურის აღმოსავლეთით. მის ტერიტორიაზეა გარახის–ნაჯაგუს ჯიხები; ციხეთა კომპლექსი სამი კოშკისგან შედგებოდა. დღემდე ნანგრევების სახით ორია შემორჩენილი. ისინი წარმოადგენდნენ თავდაცვით ნაგებობებს. გარახის ჯიხები მე–16 საუკუნის ბოლოს და მე–17 საუკუნის დასაწყისშია აშენებული, რაზედაც კედელზე დატანებული სათოფურეებიც მეტყველებენ.  დაბის შემადგენლობაშია აგრეთვე ე.წ. ქვედა მოიდანახის საროდონაიოს უბანი. მთლიანად დაბა ჩხოროწყუს ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 2207 ჰა-ს,დაახლოებით 1715 კომლითა და  6020 მაცხოვრებლით. მათ შორის დევნილების ოჯახების რაოდენობა დაახლოებით 318-ს შეადგენს, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა 4000-მდეა.

მუნიციპალიტეტში განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების ძირითადი ობიექტები– სამი საჯარო სკოლა,ორი ახლადაშენებული საბავშვო ბაღი, სამუსიკო სკოლა და  ისტორიული მუზეუმი.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

ნონა პაპავა

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მობ: 599 85 65 88
E-mail: nonapapava55@mail.ru
სამუშაო გამოცდილება
1991-2000 წლებში იყო ფიზიკის მასწავლებლი.
2000 წლიდან  მუშაობდა დაბა ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ ერთეულში სხვა და სხვა თანამდებობაზე, ამჟამად არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ ერთეულში.
განათლება
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სპეციალისტები
  • პაატა შენგელია – 599 85 65 81
  • თემურ შელია – 599 85 03 20
  • გიორგი ახალაია – 599 85 01 39




  •  
  •  
  •  


 

გააზიარე