ჩხოროწყუში უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა

19 მარტი, 2017

დღეს თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის“ ექიმმა ეკა რაფავამ გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში დაბა ჩხოროწყუში მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარა და სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია. გამოკვლევა 55 პაციენტს ჩაუტარდა. აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება. გამოკვლევებს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა დაესწრო, შეხვდა პაციენტებს და მათ საჭიროებებს გაეცნო. ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში პერიოდულად ჩატარდება.

 

გააზიარე