ჩხოროწყუში მოწყვლადი ჯგუფების დახმარება გრძელდება

3 ივლისი, 2020

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ, მერის მოადგილესთან, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად, მოწყვლად ჯგუფებს სასურსათო პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები გადასცეს. მუნიციპალიტეტის მერიამ მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მიზნით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციისგან USAID -ის მხარდაჭერით 16 600 ლარის ღირებულების სასურსათო პროდუქტი და ჰიგიენის სამუალებები მიიღო. დახმარება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 ოჯახს გადაეცემა. ჩხოროწყუს მერსა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და მჭიდროდ თანამშრომლებენ ჰუმანიტარული საქმიანობისა და კატასტროფების მართვის სფეროში ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით. ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძო სექტორთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 3000 -ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა ხანდაზმულებს უკვე დაეხმარნენ. #StopCov

გააზიარე