ჩხოროწყუს სამშობიარო სახლს საჭირო სამედიცინო აპარატურა გადაეცა

30 May, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელ კახაბერ ძიმისტარიშვილთან ერთად, ჩხოროწყუს ნიკო მიქაიას სახელობის სამშობიარო სახლს კოაგულომეტრი და ხელოვნური სუნთქვის აპარატი გადასცა. სამედიცინო აპარატურა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის შუამდგომლობის საფუძველზე მერიამ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო და ის სამშორიარო სახლს 3 წლის ვადით გადასცა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 იანვრიდან ჩხოროწყუს სამშობიარო სახლს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების საგენტოს დასკვნის საფუძველზე, უარი ეთქვა პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მინიჭებაზე და სტანდარტებთან შეუსაბამისობის გამო, სამეანო განყოფილებას საქმიანობის უფლება შეუჩერდა. აღნიშნული ხარვეზი ამ პერიოდისთვის აღმოფხვრილია და ჩხოროწყუს სამშობიარო სახლი უახლოეს პერიოდში ჩვეულ რეჟიმში დაიწყებს ფუნქციონირებას.

გააზიარე