ჩხოროწყუს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იწყება

1 აგვისტო, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 360 000 ლარი გამოიყოფა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა ნაწილობრივ რეაბილიტირდება. სამუშაოები მოიცავს შენობის გადახურვას, სველი წერტილების, იატაკის, ჭერის, კარების რეაბილიტაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ჩხოროწყუს საჯარო სკოლებს ეწვია და არსებულ მდგომარეობას, მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ლია ჯალაღონიასთან ერთად ადგილზე გაეცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს ხელმძღვანელი ოთარ არევაძე. სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში აგვისტოს თვეში განხორციელდება.

გააზიარე