ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება

24 ივნისი, 2021

✔ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. სოფელ ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე, სახელმწიფო მნიშვნელობის მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 36+700 კილომეტრზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ხიდის სიგრძე 36, ხოლო სიგანე 9,5 მეტია. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 1 000 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია გაეცნენ.

გააზიარე