ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა
საჯარო ინფორმაცია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა

გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.

გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპის ქარტიის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, სხვა მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და გამგეობის დებულების შესაბამისად;

გამგეობის თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

გამგეობის ადგილსამყოფელია: დ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. №1.

გააზიარე