ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

22 ივლისი, 2021

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაქსელვითი სამუშაოების მიმდინარეობას სოფელ ახუთში გაეცნენ. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ექსპრესსერვისი 2008“ ასრულებს. გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულად მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება. ბუნებრივი აირი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არასოდეს ყოფილა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ქალაქის გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები 2019 წელს დაიწყო. ამ დროისთვის ბუნებრივი აირით ქალაქ ჩხოროწყუს მოსახლეობის 50 % სარგებლობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასევე ზუმის ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.

გააზიარე