22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

1 April, 2021

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა.

1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ეს დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.

მიმდინარე დასუფთავების აქციას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, მოადგილე ჯანო პერტაია, მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს თანამშრომლები შეუერთდნენ.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანიზაციების მიმდებარე ტერიტორიები.

გააზიარე