ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) პირთა სოციალური დაცვა

მუხლი 5. ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) პირთა  სოციალური დაცვა

1. 100 და მეტი წლის ხანდაზმულთა წლიური ერთჯერადი დახმარების თანხა განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;     

დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა);

ე)  საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 იანვრის დადგენილება №2

Share page