ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენა მოეწყო

11 March, 2024

ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენა მოეწყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოები მუზეუმს მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა საჩუქრად გადასცა. აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გამოფენა დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დაათვალიერა. დღეიდან ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს და გაეცნოს მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

 

Share page