კობა წურწუმიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

9 August, 2021

✔დღეს დასრულდა 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის - კობა წურწუმიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში.ტურნირი მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის გაიმართა. გამარჯვებულ მუხურის გუნდს გარდამავალი თასი გადაეცა. ხოლო, მეორე ადგილზე გასული ქალაქ ჩხოროწყუსა და მესამე ადგილის მფლობელი ხაბუმეს გუნდები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერის მოადგილე ვალერი თოდუა დაესწრნენ. ღონისძიება მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

Share page