კომისიის სხდომა

1 April, 2021

24 მარტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯონი ჯალაღონია უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის თაობაზე.

2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კომისიის წევრთა უმრავლეასობამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

 

Share page