,,ცედაკამ“ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება გაუწია

23 August, 2020

საქველმოქმედო ფონდმა ,,ცედაკა"  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კომპაქტურად დასახლებულ დევნილებსა და ადგილობრივებს სასურსათო კალათა გადასცა. სასურსათო პაკეტი ფონდის წარმომადგენლებმა , მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, სოციალურად დაუცველ , მრავალშვილიან ოჯახებს და შშმ პირებს სახლში მიუტანეს. დახმარება ამ ეტაპზე 30-მა ოჯახმა მიიღო. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები აღნიშნული კატეგორიის ოჯახები საქველმოქმედო ფონდ „ცედაკასგან “ დახმარებას ეტაპობრივად მიიღებენ.

 

Share page