ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს

9 May, 2020

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, ვეტერანთა სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელი იოსებ თორია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩხოროწყუში მცხოვრებ ომის ვეტერანებს - ვალიკო საჯაიასა და გიორგი ჩოკორაიას სახლში ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი პირადად მიულოცეს და სასაუქრე კალათა გადასცეს მათ. ომის ვეტერანებმა საჩუქარი და მისალოცი ბარათი მიიღეს ასევე სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასგან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვების დღესთან ერთად, 94 წლის იუბილე მიულოცეს ერთ-ერთ ვეტერანს, სოფელ თაიაში მცხოვრებ ვალიკო საჯაიას და მხნეობა და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვეს მას. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, დღეისათვის, მეორე მსოფლიო ომის 3 ვეტერანი ცხოვრობს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ფულად დახმარებას 600 ლარს მიიღებენ. მუნიციპალიტეტის მერიისგან კი მათ 1000-1000 ლარი მიიღეს.

Share page