საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა

28 January, 2020

2020 წლის 27 იანვარს მუნიციპალიტეტის ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა უძღვებოდა. ბიუროს სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები : 1. .„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაძე
2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.
3. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დადგენის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.
4. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.

Share page