ჩხოროწყუსა და მოლეტაის მერები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

18 October, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ლიეტუვას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის მერ საულიუს ჯაუნიეკასა და მოლეტაის კულტურისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მუხურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მერმა სტუმრებთან ერთად სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში, ჰიდროელექტროსადგურ ,,ხობი–2"–ის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები დაათვალიერა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია, სამუშაოებში ადგილობრივი მუშა ხელია დასაქმებული. დათო გოგუამ და საულიუს ჯაუნიეკამ სოფელ მუხურში დაათვალიერეს ასევე შურუბუმუს კანიონი და ლუგელას ხეობა, ესტუმრნენ პოეტ ლაშა გახარიას სახლ- მუზეუმს.

 

Share page