კობა წურწუმიას სახელობის ტურნირი დაიწყო

2 August, 2019

დღეს დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჩხოროწყუელი გმირის - კობა წურწუმიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში. ტურნირი სოფლებს შორის მიმდინარეობს. ტურნირის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ხელმძღვანელი პირები კობა წურწუმიას ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიება მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება. ტურნირი 8 აგვისტოს დასრულდება.

Share page