პროექტის პრეზენტაცია

4 June, 2019

3 ივნისს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ვალია ბეჭვაიას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა თამთა ჭითანავამ წარადგინა მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია: ,,წარსული, აწმყო და მომავალი ერთ სივრცეში". წარმოდგენილი იყო 2 ვიდეო რგოლი: მუზეუმის ისტორია 1960 წლიდან დღემდე (აღსანიშნავია, რომ ვალია ბეჭვაია იყო პირველი ქალი, რომელმაც 1960წელს ჩხოროწყუში სამუზეუმო საქმეს ჩაუყარა საფუძველი) და ,,მუზეუმი ძელქვებში", სადაც კულტურის, განათლების, გარემოს დაცვის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები განიხილავდნენ მუზეუმის განვითარების დიდ პერსპექტივას.
პროფესიონალების აზრით, პროექტს,,მუზეუმი ძელქვებში"ანალოგი არა აქვს კავკასიის მასშტაბით.
აქ, ერთ სივრცეში, სკოლის ეზოში, შესაძლებელია, განათლების, კულტურის, ეკოლოგიის, ტურიზმის კომპლექსურად განვითარების პერსპექტივა.აღნიშნულ პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

Share page