საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 April, 2019

   დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა უძღვებოდა. სხდომაზე განხილულიქნა შემდეგი საკითხები :
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეთით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ .
2. სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ .
საკრებულოს რიგგარშე სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ესწრებოდა, რომელმაც საკრებულოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს გასცა პასუხი. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითების დამტკიცებას საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა .

Share page