საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა

25 February, 2019

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა , რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია უძღვებოდა. სხდომის დაწყებამდე ბიუროს წევრებმა პატივი მიაგეს იუნკერთა სხდომას.ბიუროს სხდომაზე განხილულიქნა შემდეგი საკითხები : 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე. 2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე. 3. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით ზურაბ გაბისონიასთვის იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ 2018 წლის 5 თებერვლის #3 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე. 4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სსიპ ვახტანგ ფირცხელავას სახელობის დ. ჩხოროწყუს #2 საჯაროს სკოლის სახელწოდებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე. 5. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სსიპ რამინ დიხამინჯიას სახელობის დ. ჩხოროწყუს #1 საჯაროს სკოლის სახელწოდებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე. ბიუროს სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და საფინანსო სამსახურის უფროსი

Share page