სოფლის კრებებს ჩხოროწყუში ფინანსთა მინისტრის მოადგილე დაესწრო

2 February, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში :ნაკიანში, კირცხში, ლეწურწუმესა და გარახას უბანში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. ქალაქ ჩხოროწყუს გარახასა უბანში და სოფელ ნაკიანში ადგილობრივების მიერ პრიორიტეტების შერჩევის პროცესს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გარახას უბანში მოსახლეობამ პრიორიტეტად საუბნო გზის,გარე განათების,სანიაღვრე არხის,მოსაცდელის,სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასახელა. ადგილობრივებმა ნაკიანში წყალმომარაგების, წყალსაწრეტი არხის, გარე განათების მოწყობა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მოითხოვეს. კირცხში კი პრიორიტეტად წყლის სისტემისა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა, საარახამიოს უბანში გარე განათების მოწყობა,სარაქონის უბანში ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია დასახელდა. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის"ფარგლებში მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის კრება გაიმართა. აღნიშნული პროგრამით მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განსახორციელებლად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის 446 000 ლარია გამოყოფილი.

Share page