ტრენინგ-სემინარი -,,არა ძალადობას"

5 December, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ორგანიზატორობით დაბის N2 საჯარო სკოლაში გენდერული კვირეულის ფარგლებში ტრენინგ-სემინარი ,,არა ძალადობას" გაიმართა. კვირეული დაიწყო 25 ნოემბერს ,რომელიც 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შსს რაიონული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა არახამია და ინსპექტორ-გამომძიებელი ლია კვირკველია შეხვდნენ .შეხვედრას ესწრებოდნენენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია და მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა. შეხვედრის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმირებულობა და ფართო საზოგადოებისთვის გზავნილის გაკეთება ,,არა ძალადობას". 
გენდერული კვირეული აღინიშნება 1991 წლიდან ,რომელშიც მსოფლიოს 154 ქვეყანა იღებს მონაწილეობას და მათ შორისაა საქართველო.
მსგავსი შეხვედრები კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა საჯარო სკოლებში გაიმართება.

Share page