გამოსაშვები ზეიმი სარაქონის საბავშვო ბაღში

27 June, 2018

დღეს სარაქონის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში გამოსაშვები ზეიმი გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია, მერის წარმომადგენელი სოფელ კირცხში - ინგა ასათიანი, სოფელ კირცხის დეპუტატი ვალერიან იზორია და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სარაქონის საბავშვო ბაღი ოთხმა აღსაზრდელმა დაამთავრა. მათ მოწმობები და სამახსოვრო ალბომები გადაეცათ. პატარებს საჩუქრები გადასცა ასევე პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გულნაზ ბაძაღუამ.

Share page