ჩხოროწყუში ძალოსნობის დარბაზი გაიხსნა

12 June, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძალოსნობის დარბაზი გაიხსნა, რომელიც დაბის #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ის საქართველოს ეროვნული ფედერაციის მიერ შესაბამისი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა და ადგილობრივი ბიუჯეტით რეაბილიტირდა. დარბაზის გახსნასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მსოფლიო რეკორდსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი -ლაშა ტალახაძე,ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი -კახი კახიაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი -გიორგი ასანიძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ოლიმპიური პრიზიორი - ირაკლი თურმანიძე, მსოფლიო ჩემპიონი - გიორგი ჩხეიძე, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი - რამაზ გურგენიძე, ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძის მწვრთნელი - ავთანდილ გახოკიძე ესწრებოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, #2 საჯარო სკოლის პედაგოგ ნაირა ციმინტიას ორგანიზებითა და მოსწავლეების მონაწილეობით სკოლის ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომლის დასრულების შემდგომ ძალოსნებმა, ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად, ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს.

Share page