ჩხოროწყუში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

9 May, 2018

ფაშიზმზე გამარჯვების 73 -ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა,სხვადასხვა სამსახურის, ვეტერანთა საბჭოსა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ომში დაღუპულთა ობელისკი. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა 9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჩხოროწყუში მცხოვრებ ვეტერანებს სახლში ესტუმრნენ და მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. გამარჯვების დღესთან ერთად, 92 წლის იუბილე მიულოცეს ერთ-ერთ ვეტერანს, სოფელ თაიაში მცხოვრებ ვალიკო საჯაიას და მხნეობა და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვეს მას. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, დღეისათვის, მეორე მსოფლიო ომის 3 ვეტერანი ცხოვრობს, თითოეულს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად საბანკო ანგარიშზე 1000 ლარი ჩაერიცხა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ასევე, მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 600 ლარის, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები - 300 ლარის ოდენობით.

Share page