საკრებულოს მორიგი სხდომა

7 May, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა უძღვებოდა . სხდომაზე დღის წესრიგით განხილულიქნა შემდეგი საკითხები : 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე. მომხსენებელი გიორგი ახალაია საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე,
თანამომხსენებელი კახა შელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი
2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქირავნობით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ 
მომხსენებელი დაზმირ დარსალია ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების 
საკითხების კომისიის თავმჯდომარე,
თანამომხსენებელი ედუარდ მალანია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.სხდომის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით აღნიშნულისაკითხები მიღბულიქნა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

Share page