CENN-ის წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაატარეს

17 March, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე ,,სათემო განვითარება და ტყეები“. ტრენინგი, პროექტის - ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. CENN-ის კოორდინატორმა სამეგრელო ზემო სვანეთში- მაია კოდუამ ვრცლად ისაუბრა პროექტის მნიშვნელობასა და საქართველოში შეშის მოხმარების სტატისტიკურ მონაცემებზე. შ.პ.ს. ,,კერას“ წარმომადგენელმა თამაზ ლომიძემ გააკეთა მოხსენება თემაზე -,,ალტერნატიული სათბობი რესურსები“. საქართველოში რეკრეაციული ტყეების მართვის ინსტიტუციურ მოდელსა და სამოქმედო გეგმაზე, ასევე, ტყის არამერქნული პროდუქტებიდან შემოსავლების მიღების შესაძლებლობებზე მოხსენება გააკეთეს CENN-ის წარმომადგენლებმა : ვანო გიოშვილმა და ლადო ბასილიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, ადმონისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები,მერიის სოფლის მეურნეობისა და სოციალური სამსახურების ხელმძღვანელები, სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, საჯარო სკოლების პედაგოგები.

Share page